თქვენი ღვინო, პირდაპირ რესტორნის ღვინის ბარათში.
winesales.ge პატარა ქართულ მარნებს პირდაპირ უკავშირებს რესტორნებსა და ღვინის ბარებს — შუამავლების გარეშე, გამჭვირვალე ფასებით.
winesales.ge — საქართველოს B2B ღვინის გაყიდვების პლატფორმა, რომელიც პატარა მარნებს პირდაპირ უკავშირებს რესტორნებსა და ღვინის ბარებს.
გამორჩეული მარნები

საოჯახო მარანი უწყინარი 2017 წელს დაარსდა.მარანი აწარმოებს კახური ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებულ ქვევრის ნატურალურ ღვინოებს,რომელშიც მთელი ოჯახი იღებს მონაწილეობას.ნახევარ საუკუნეზე მეტი ჩვენს ოჯახში არსებობდა ღვინის დაყენების ტრადიცია,ყოველთვის იყო მარნისთვის განკუთვნილი ადგილი,სადაც ყოველდღიურა მზადდებოდა ღვინო.მარანი უწყინარის დაარსება კი იმ მრავალწლიანი სურვილის ხორცშესხმა იყო,რასაც ნამდვილი ქართული,ტრადიციული ქვევრის ღვინის დაყენება ჰქვია.მარნის ძირითადი მიმართულება ქვევრის ტექნოლოგიია,მარანი დღესდღეისობით მუშაობს კახურ,და რაჭულ ჯიშებზე.კახეთში ვენახები გაშენებულია ახმეტაში სოფელ მაღრაანში,ზღვის დონიდან 500 მეტრზე,საიდანაც უმაღლესი ხარისხის ჯიშის ყურძენი მიიღება,ესენია ხიხვი,ქისი,მწვანე,რქაწითელი და საფერავი.რაჭაში ვენახი მდებარეობს ამბროლაურში,სოფელ სადმელში,რომელიც იდეალური ადგილია რაჭული თეთრასთვის[წულიკიძის თეთრა,ერთ-ერთი უძველესი და იშვიათი ჯიში საქართველოში].ვენახი გაშენებულია ზღვის დონიდან 760 მეტრზე.

გამორჩეული რესტორნები
მალე დაემატება
როგორ მუშაობს
- 01
დაგვიტოვეთ ინფორმაცია
დაგვიტოვეთ ნომერი, მეილი და მარნის შესახებ მოკლე ინფორმაცია
- 02
დეგუსტაცია
შევარჩევთ და დაგიკავშირდებით — მოგვაწოდეთ ნიმუშები დეგუსტაციისთვის
- 03
დეტალები
დადებითი პასუხის შემდეგ მოგვაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, ლოგო და შერჩეული ღვინის სახეობები
- 01
დაგვიტოვეთ ინფორმაცია
დაგვიტოვეთ ნომერი, მეილი და რესტორნის შესახებ მოკლე ინფორმაცია
- 02
მენიუს შესაბამისობა
მოგვაწოდეთ მენიუ, რომ სწორად შევარჩიოთ და შევუსაბამოთ ღვინის სახეობები
- 03
გამოქვეყნება
დასტურის შემდეგ მოგვაწოდეთ ლოგო და დეტალური ინფორმაცია საიტზე დასამატებლად
დაგვიკავშირდით
შეავსეთ ფორმა და პირველივე შესაძლებლობისთანავე დაგიკავშირდებით.